The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გენო ხოჯავა

გენო ხოჯავა
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1937
გარდაცვ. თარიღი:6 მარტი, 2002  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს და კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის (ვგიკ-ის) სადადგმო ფაკულტეტის სარეჟისორო განყოფილება 1974 წელს.

1959 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". გადაიღო დოკუმენტური ფილმი "ქვის მთლელები" (1973), მხატვრული ფილმები: "კოლხური ბალადა" (1974), "დილის ნისლივით" (1976), სამსერიანი სათავგადასავლო ფილმი "მიზანი" (1979). კინორეჟისორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 224; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


გააზიარე: