შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჟორა ჩუბინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. 1950 წელს შევიდა რკინიგზის მე-12 სკოლაში (ამჟამად ხაშურის მე-6 საჯარო სკოლა). 1955 წელს ჩატარდა სკოლების პირველობა ფეხბურთში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო, შეჯიბრზე დამსწრე სპორტ-სკოლის ფეხბურთის მასწავლებელის, გრიშა ჯომართიძის გადაწყვეტილებით გიორგი ჩუბინიძე აიყვანეს სპორტ სკოლაში. საშუალო განათლების დასრულების შემდეგ 1961 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ამ პერიოდში თამაშობდა გარნიზონის ნაკრებში. 1963 წელს დაასრულა სამხედრო სავალდებულო სამსახური და დაბრუნდა მშობლიურ ხაშურში. იგი აიყვანეს ხაშურის საფეხბურთო გუნდ "ივერიაში". გუნდი 1972 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი II ჯგუფში, რის შემდეგაც მოიპოვეს I ჯგუფში თამაშის უფლება. პარალელურად იგი თამაშობდა ხაშურის საფეიქრო-საგალანტერიო ფაბრიკის საფეხბურთო გუნდში. 1986 წელს ასაკის გამო შეწყვიტა ფეხბურთის თამაში და 1990-1994 წწ. იყო ბავშვთა ნაკრების მწვრთნელი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |