Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავენირ ხუსკივაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1941 წელს. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მულტგაერთიანებაში მხატვარ-ანიმატორად. ეკრანზე გააცოცხლა სხვადასხვა თაობის რეჟისორთა 25-ზე მეტი ნახატი ფილმის პერსონაჟები, მათ შორის ვ. ბახტაძის "ხელმარჯვე ოსტატები" (1957), "საყვირის შემდეგ" (1959), "ნარცისი" (1964); ა. ხინთიბიძის "ჩხიკვთა ქორწილი" (1957), "მტრობა" (1959), "წუნა და წრუწუნა" (1961); ბ. სტარიკოვსკის "მამაცი ვაჟა" (1965), "სიყვარული და კიბერნეტიკა" (1966), დ. თაყაიშვილის "ბაბილანი" (1985), ლ. სულაქველიძის "მეფე და ჩიტი" (1985), რ. გვარლიანის "ბერდიხა" (1986), შ. ჭავჭავაძის "ზამთრის ეტიუდი" (1988), ბ. შოშიტაიშვილის "ალიყური" (1989) და სხვ. როგორც რეჟისორმა გადაიღო ნახატი ფილმი: "უქნარა" (1958), დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: "როგორ წარმოიშვა სახლი" (შ. გედევანიშვილი, 1965), "მომთვინიერებელი" (ო. ანდრონიკაშვილი, 1970) და სხვ. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 224-225; wikiwand.com; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |