შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური ხარიტონოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მიხაილოვო, რიაზანის ოლქი, რუსეთი. დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტი 1957 წელს. 1957-1960 წწ. იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნ. კურნაკოვის სახელობის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი, 1960-1964 წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1964-1974 წწ. დ. მენდელეევის სახელობის მოსკოვის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკური ქიმიის კათედრის გამგე; 1985 წლიდან ი. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემიის ანალიზური ქიმიის კათედრის გამგე, ი.სეჩენოვის სახელობის მოსკოვის I სამედიცინო უნივერსიტეტის ანალიზური, ფიზიკური და კოლოიდური ქიმიის კათედრის გამგე. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროს (1973) და ვერცხლის (1984) მედლები. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.107 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |