Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ჯამასპიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამტავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1968 წელს. 1963-1968წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N9 სამშენებლო სამმართველოში; 1968-1970წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "ორგტექმშენში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1970-1972წწ. მსახურობდა საბჭოთ არმიის რიგებში სასაზღვრო ნაწილის სამშენებლო ბატალიონის უბნის უფროსად; 1973-1974წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" N14 სამშენებლო ტრესტის N9 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი; 1974-1987წწ. ამავე ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი; 1987-1997წწ. N4 სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1997 წლიდან შპს "ძველი თბილისის" დირექტორია; მონაწილეობდა გლდანის მასივის, გლდანულას, ვაზისუბნის, ვარკეთილის, დიდი დიღმისა და თბილისის სხვა მ/რაიონების მშენებლობაში; აგებული აქვს თბილისის N1 და N2 სტომატოლოგიური პოლიკლინიკები (ლესელიძის ქუჩასა და მეტროსადგურ "დელისთან"), აქტიურად იყო ჩართული ძველი თბილისის, მათ შორის, აბანოთუბნის, სარეკონსტრუქციო-სარესტავრაციო სამუშაოების შესრულებაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.735
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |