შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ჯანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიუტტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს. 1966-1974წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "გიპრომეზში"; მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის განყოფილებაში მთავარ ინჟინრად, განყოფილების უფროსად; 1974-1982წწ. ხელმძღვანელობდა სამედიცინო ობიექტების საპროექტო ორგანიზაცია "მედპროექტს"; 1982-1997წწ. გაერთიანების შემდეგ "მედკომპლექსს"; სამშენებლო კომპანია "ბლოკჯორჯიას"; აქტიურად მონაწილეობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის რეკონსტრუქციის პროექტირებაში, ცხინვალის სოფლების თამარაშენისა და ხეითის სკოლების, ფარმაცევტული ქარხანა "ლეჩივას", დევნილთა დასახლებების (გორსა და სამეგრელოში) მშენებლობაში, ქუთაისის ეროვნული სამედიცინო ცენტრის, ზუგდიდის საავადმყოფოს, გორის სამხედრო ჰოსპიტლის და სხვა სამკურნალო დაწესებულებების რეკონსტრუირებაში; არის სამშენებლო მოედანზე მოცულობითი ბლოკების დამზადების ახალი ტექნოლოგიის დამუშავება-დანერგვის (შ. ლომიძესთან ერთად), 4 სამეცნიერო პუბლიკაციისა და ჯანდაცვის ობიექტების პროექტირება-ექსპლუატირების საკითხებთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტების დამუშავების ავტორი; ხელმძღვანელობდა თბილისის რესპულიკური საავადმყოფოსა და ონკოლოგიური კლინიკის, 38 რაიონული საავადმყოფოს, კულიაბის რაიცენტრის (ტაჯიკეთში), გურჯაანის, მარნეულისა და ფასანაურის საავადმყოფოების, ადმინისტრაციული შენობების ახალი მეთოდით დაპროექტებასა და მშენებლობას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.736
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |