The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ბაციკაძე

თამაზ ბაციკაძე
დაბადების თარიღი:1944  (80 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1966 წელს.

1967 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის კათედრის პროფესორი; 1982-1986წწ. - სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1990 წელს - სამეცნიერო მივლინება მედისონის უნივერსიტეტში, აშშ; 1985-2005წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი, კაპიტალური მშენებლობისა და პერსპექტიული განვითარების დარგში; 2009 წლიდან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების სამსახურის უფროსი. მუშაობს მყარი დეფორმადი სხეულების მექანიკაში; მიღებული აქვს მნიშვნელოვანი შედეგები ფილებისა და გარსების პლასტიკური დეფრომაციებისა და მზიდუნარიანობის ამოცანების გადაწყვეტაში. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო სტატია, 6 სახელმძღვანელო (მათ შორის ფრანგულ ენაზე), 1 მონოგრაფია. მიღებული აქვს პროფესორ ალექსი გორგიძის სახელობის პრემია. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (1998).

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.111; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.186; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.93; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.63-64

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეგრისის სამეცნიერო აკადემია, აკადემიკოსი
  • საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, პრეზიდიუმის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1992-1997 წლებში შესრულებული სამუშაოსათვის - "ეფექტიანი ავტოგაზგასამართი საკომპრესორო სადგური ახალი თაობის კომპრესორებით"
  • 1997 - ღირსების მედალი
    ქართული ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის
  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: