Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ბაციკაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1966 წელს. 1967 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის კათედრის პროფესორი; 1982-1986წწ. - სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1990 წელს - სამეცნიერო მივლინება მედისონის უნივერსიტეტში, აშშ; 1985-2005წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი, კაპიტალური მშენებლობისა და პერსპექტიული განვითარების დარგში; 2009 წლიდან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების სამსახურის უფროსი. მუშაობს მყარი დეფორმადი სხეულების მექანიკაში; მიღებული აქვს მნიშვნელოვანი შედეგები ფილებისა და გარსების პლასტიკური დეფრომაციებისა და მზიდუნარიანობის ამოცანების გადაწყვეტაში. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო სტატია, 6 სახელმძღვანელო (მათ შორის ფრანგულ ენაზე), 1 მონოგრაფია. მიღებული აქვს პროფესორ ალექსი გორგიძის სახელობის პრემია. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (1998). წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.111; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.186; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.93; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.63-64 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |