The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ალავიძე

გიორგი ალავიძე
დაბადების თარიღი:იანვარი, 1902  (122 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ხაშურის გიმნაზია 1922 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1927 წლიდან მუშაობდა ცხაკაიას რაიონში (ახლანდელი სენაკი) გლეხთა ახალგაზრდობის სკოლის გამგედ; შემდეგ სამი წლის  განმავლობაში - ცხაკაიას ტექნიკუმში სუბტროპიკული კულტურების პედაგოგად. 1931-1932 წწ. იყო ქობულეთის სუბტროპიკული ტექნიკუმის დირექტორის მოადგილე. 1934 წლამდე მუშაობდა ქობულეთის სასწავლო საბჭოთა მეურნეობის დირექტორად, ლიმონ-მანდარინის ტრესტის საბჭოთა მეურნეობის ქობულეთის ჯგუფის აგრონომ-ინსპექტორად. 1934 წელს გადაიყვანეს თბილისის ლიმონ-მანდარინის ტრესტში. გიორგი ალავიძე ხელს უწყობდა საქართველოში სუბტროპიკული მეურნეობების მოწყობას, ნარგავების მოვლის მოწინავე აგროტექნიკის გავრცელებას. 1938 წლის 12 ივნისს გალის რაიონიდან აირჩიეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად; იმავე წლიდან - საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახკომის მოადგილედ, შემდეგ მიწსახკომად. 1941 წელს მიიღეს კომუნისტური პარტიის რიგებში, 1945 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ ტექნიკური კულტურების კომისრად. 1946 წლის 10 თებერვალს სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს, 1950 წელს - ტექნიკურ კულტურათა  მინისტრად. 1934 წელს გიორგი ალავიძე გაგზავნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ციტრუსების აგროტექნიკისა და წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საკითხების გასაცნობად, 1958 წელს კი იტალიაში ლიმონისა და ფორთოხლის პერსპექტიული ჯიშების შესასწავლად, რომელიც წარმატებით დანერგა საქართველოში. 1959 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო  კვლევით ინსტიტუტს. წერდა სტატიებს სუბტროპიკული კულტურებისა და სასოფლო-სამეურნეო საკითხების შესახებ. ციტრუსების მეურნეობაში ნაყოფიერი მუშაობისთვის მიღებული აქვს სსრკ ცენტრალური კომიტეტის "საპატიო ნიშნის" ორდენი (1936). აგრონომი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.100; chemikharagauli.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი
    სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში დამსახურებისათვის

გააზიარე: