The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაშა პაპაშვილი

ლაშა პაპაშვილი
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1993 წელს, მანჩესტერის უნივერსიტეტის ასპირანტურა, მოკლევადიანი კურსი 1999 წელს.

1993-1996წწ. იყო ბანკ "ენგურის" იურისტი, საკრედიტო განყოფილების უფროსი; 1996-1997წწ. ბანკ "რესპუბლიკის" ვაკის ფილიალის საკრედიტო განყოფილების უფროსი; 1997-1998წწ. ბანკ "რესპუბლიკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1998-2004წწ. ბანკ "რესპუბლიკის" გამგეობის თავმჯდომარე; 2007 წლიდან კომპანია "რედიქსის", შემდეგ კი "რედიქსჯგუფის" გენერალური დირექტორი; 2013 წლიდან  ბანკი "რესპუბლიკა" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.384; propertygeorgia.ge


გააზიარე: