The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი პაპუაშვილი

გიორგი პაპუაშვილი
დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1972  (51 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1995 წელს; ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი 1997 წელს, ვაშინგტონის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 2000 წელს; 1996-1999წწ. ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და აშშ კონგრესის ე. მასკის პროგრამის სტიპენდიანტი, 1997-2000წწ. პოლიტიკურ და იურდიულ მეცნიერებათა მაგისტრი. 

2001-2003 წწ. საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტში (GIPA) კითხულობდა ლექციების კურსს "საჯარო ადმინისტრირება"; ამავე პერიოდში კითხულობდა ლექციებს "საკონსტიტუციო სამართალში" მოსამართლეების სწავლების ცენტრსა და ამერიკის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში; 2000-2004 წწ. იყო "ღია საზოგადოება-საქართველოს" კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი; 2004 წლიდან იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული განვითარებისა და რეფორმის ფონდის დირექტორი; 2004-2005წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 2005-2006წწ. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი; 2006 -2016 წწ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სტაჟირება ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირსა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს ინსტიტუტებში (აშშ, საფრანგეთი, ბელგია). არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის ბიუროს წევრი, ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორი (2012). 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.384; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი: constcourt.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია, წევრი (2007-)
  • ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი ორგანოს ბიურო, წევრი (2013-)

გააზიარე: