Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ჯანაშია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს; თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1981 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1982 წელს. 1974-1976წწ. მუშაობდა ქ. თბილისის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1976-1985წწ. თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტის ("თბილზნიიეპი") მეცნიერ თანამშრომლად; 1985-1988წწ. იყო საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მშენებლობის განყოფილების ინსტრუქტორი, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-საწარმოო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" მთავარი ინჟინჟინერი, უფროსი, ინჟინერი, უფროსი, შემდეგ კომპანია "თბილქალაქმშენის" პრეზიდენტი; სს "თბილქალაქმშენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; იყო თბილისის საკრებულოს წევრი და დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი თბილისის განაშენიანების საქმეში; ხელმძღვანელობდა ვარკეთილის, ვაზისუბნის, დიდი დიღმის, გლდანის საცხოვრებელი მასივების განაშენიანებას; მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის ტიუმენის ოლქში საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში; ჩერნობილის ატომური სადგურის ავარიისა და საჩხერის რაიონში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობაში; მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.737; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 418; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.268 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |