The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ხუსკივაძე

შალვა ხუსკივაძე
Date of birth:15 February, 1895
Date of death:20 June, 1973  (at 78 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker, Screenwriter

Biography

დაამთავრა ლენინგრადის უმაღლესი სასწავლებლის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის ოთხი კურსი და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის ლოგიკის ფაკულტეტი ლიტერატურის განხრით.

1925 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს "სახკინმრეწვში" როგორც მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი. გადაიღო მხატვრული ფილმი "მზაღო და გელა" (ლ. პუშთან ერთად, 1933), დოკუმენტური ფილმები: "პოემა შირაქზე" (1931), "მცხუნვარე სამხრეთი" ("საქართველოს ფლორა", 1932). მისი სცენარით გადაღებულია "ჩქარი N2" (გ. მაკაროვი, 1929, შეასრულა მემანქანის თანაშემწის როლი). როგორც მსახიობმა შეასრულა როლები: მიჩმანი სერგეევი ("შუქურას საიდუმლოება", ვ. ბარსკი, 1925), კაპიტანი ("მეცხრე ტალღა", ვ. ბარსკი, 1926), პორუჩიკი ვულიჩი ("მაქსიმ მაქსიმიჩი, ვ. ბარსკი, 1927), ბოშა ხოჯა ("ბოშური სისხლი", ლ. პუში, 1930), სარდიონი ("ჯანყი გურიაში", ა. წუწუნავა, 1928), გირეი ხანი ("კაზაკები", ვ. ბარსკი, 1928), პოლკოვნიკი ხრუშჩოვი ("განწირულნი", ლ. პუში, 1930). მონაწილეობს ფილმებში: "ტარიელ მკვლავაძის მკვლელობის საქმე" (ი. პერესტიანი, 1925), "თავადის ასული მერი"(ვ. ბერსკი, 1926), "ორი მონადირე" (ა. წუწუნავა, 1927), "საბა" (მ. ჭიაურელი, 1929), "ჩემი ბებია" (კ. მიქაბერიძე, 1929), "ხაბარდა" (მ. ჭიაურელი, 1931), "უკანასკნელი ჯვაროსნები"(ს. დოლიძე, 1934), "უკანასკნელი მასკარადი"(მ. ჭიაურელი", 1934), "დარიკო" (ს. დოლიძე, 1936), "დიდი განთიადი" (მ. ჭიაურელი, 1938), "მეგობრობა" (ს. დოლიძე, 1940), "გიორგი სააკაძე" (მ. ჭიაურელი, 1942-43), "ჯურღაის ფარი" (დ. რონდელი, ს. დოლიძე, 1944). კინომსახიობი, კინორეჟისორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 225; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


Share: