The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ ჯანაშია

რევაზ ჯანაშია
Date of birth:2 October, 1943
Date of death:9 November, 2021  (at 78 years)
Category:Architect, Mathematician

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ჩხოროწყუ.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი 1966 წელს; თბილისის აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1973 წელს.

1970-1976წწ. მუშაობდა სსრკ პროფკავშირების ცენტრალური საბჭოს საპროექტო ინსტიტუტ "კურორტპროექტის" საქართველოს ფილიალში; 1976-1985წწ. საქართველოს ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტების სამმართველოს საპროექტო ორგანიზაციაში; 1985-1991წწ. საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრში; 1991 წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების საბჭოს წევრი; მისი ავტორობით აშენებული ობიექტებია: 500-ადგილიანი სანატორიუმები წყალტუბოსა (მ. ჩხენკელთან ერთად) და გუდაუთაში "ბომბორი" (მ. ჩხენკელთან და კ. სარაჯიშვილთან ერთად), მძლეოსნობის სპორტული მანეჟი თბილისში (წერეთლის გამზირზე, მ. ჩხენკელთან და მ. ლიპარტელიანთან ერთად), წმ. აბო თბილელისა და ათთა ბერთა მონასტერი თბილისში, მეტეხის ხიდთან, წმ. ორმოც სებასტიელ მოწამეთა მონასტერი აბანოთუბანში. წმ. გიორგის ეკლესია თბილისის N31 ქარხანასთან, წმ. ცამეტ ასურელ მამათა ეკლესია დიდ დიღომში, წმ. ცხრა ყრმა კოლაელთა ეკლესია ვაზისუბანში, წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის ეკლესია ვარკეთილში, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ეკლესია სამტრედიაში, წმ. იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძრები ზესტაფონსა და სენაკში, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის საკეთრო ტაძარი ჩხოროწყუში, წმ. ანდრია პირველწოდებულის საკათედრო ტაძარი ხულოში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრები აბაშაში, საკათედრო ტაძრები ბანძასა და დედოფლისწყაროში, წმ. ნინოს ტაძარი ზესტაფონში, წმ. ქართველ ათონელ მამათა ტაძარი მახათას მთაზე (ო. ნაფეტვარიძესთან ერთად), ღვთისმშობლის მირქმის მონასტერი ხობში, ამაღლების ტაძარი თბილისში, ამაღლების ქუჩაზე; წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელისა და წმ. ნიკოლოზის ტაძრები კრწანისში, წმ. გიორგის ტაძარი ავჭალის ყოფილ კოლონიაში, ღვთისმშობლის ხარების ტაძარი შატილში; 1991-1998წწ. მუშაობდა წმ. სამების საკათედრო ტაძრის პროექტზე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.737-738


Share: