The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ ხუჭუა

Date of birth:14 February, 1931
Date of death:3 March, 1996  (at 65 years)
Category:Journalist, Screenwriter

Biography

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1954 წელს.

1948 წლიდან რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა სტატიებს, ნარკვევებს, ფელეტონებს, ლექსებს. 1954-1956წწ. მუშაობდა გაზეთების ("ლელო", "კომუნისტი") რედაქციებში. 1961 წლიდან ქდსპფ (ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო პოპულარულლი ფილმების სტუდია) სტუდიაში უფროს რედაქტორად. მისი სცენარებით გადაღებულია 70-ზე მეტი დოკუმენტური და სამეცნიერო პოპულარული ფილმი, მათ შორის: "გულშემატკივრები" (თ. ნოზაძე, 1963), "24 საათი, ენგურჰესი" (ვ. ვალიშვილი, 1966), "მეოთხე საიუბილო" (თ. ნოზაძე, 1967), "მემკვიდრენი" (გ. მონავარდიშვილი, 1968), "სეტყვა კახეთში" (ჟ. მიქაძე, 1969), "ქარიშხლის ნაკვალევზე" (ი. ბარამიძე, 1969), "ირმის ტირილი" (ვ. მიქელაძე, 1969), "მუდამ ძიებაში. გეოლოგები" (თ. ბაქრაძე, 1970), "სახალხო მთქმელები" (თ. დოლიძე, 1971), "საქართველოს დიდი სპორტი" (რ. ჭიაურელი, 1971), "წინ უღელტეხილია" (თ. დოლიძე, 1972), "ფალავანი" (ო. გურგენიძე, 1974), "შორეული ახლობლები" (ჯ. ჭიჭინაძე, 1975), "მადლი მიწისა" (თ. დოლიძე, 1975), "არბიტრი" (მ. ასიტაშვილი, 1976), "ნიკორწმინდა" (კ. კერესელიძე, 1977), "გზები ძმობისა" (მ. სალუქვაძე, 1977), "მეორე შტურმი" (ო. გურგენიძე, 1986), "მხარდამხარ" (თ. მალანია, 1987), "ზარი" (ლ. შონია, ნ. ყიფიანი, 1988), "კოხტა ხეთაგუროვი" (თ. ნოზაძე, 1989), "ჩვენ და სტიქია" (თ. ჭოხონელიძე, 1989), "საქართველო" (მ. ყიფიანი, 1990) და სხვ.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 225


Share: