Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ანტონ თვალჭრელიძე
Date of birth: | 23 January, 1854 |
Date of death: | 2 June, 1930 (at 76 years) |
Burial location: | საკუთარი სახლის ეზო, სოფელი ციხისძირი, აჭარა |
Category: | Ethnologist, Historian, Scientist, Explorer, Educator |
Biography
დაბადების ადგილი: სოფელი ცახი, ქუთაისის გუბერნია (ახ. ამბროლაურის რაიონი).
დაამთავრა თბილისის ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტი 1876 წელს. დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. მამა, ივანე თვალჭრელიძე სოფელ ცახის ეკლესიის წინამძღვარი იყო. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ანტონ თვალჭრელიძე, სამუშაოდ გააგზავნეს ჩრდილო კავკასიის დაბა ბათალფაშინსკაიაში. მოგვიანებით კი სტავროპოლის სახალხო სასწავლებლების ინსპექტორი გახდა. სახელმწიფო მრჩევლის წოდების მიღების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა და მთელი დრო სამეურნეო მოღვაწეობასა და მამულების მოვლას დაუთმო. მან სოციალურ და ეკონომიკურ კვლევებს მიჰყო ხელი, რის შედეგადაც გამოუშვა 700 გვერდიანი წიგნი "სტავროპოლის გუბერნია – სტატისტიკური, გეოგრაფიული, ისტორიული და სამეურნეო კუთხით", რომელშიც 200-მდე სოფლის, დაბისა და ქალაქის აღწერაა მოცემული. ამ წიგნმა დროს გაუძლო და თითქმის 100 წლის შემდეგ, 1991 წელს, სტავროპოლის კულტურის ფონდმა მისი ფაქსიმილური გამოცემა ითავა. 1910 წელს ა. თვალჭრელიძე საქართველოში დაბრუნდა, ბათუმის მახლობლად დაბა ციხისძირში მიწები იყიდა და 1911 წლისათვის სახლიც ააშენა. მის მეზობლად ცნობილი მეცნიერი კრასნოვი დასახლდა, რომელიც მალევე ბათუმის ბოტანიკური ბაღის შექმნას შეუდგა. ანტონ თვალჭრელიძე ამ საქმეში აქტიურ მონაწილეობას იღებდა, როგორც მატერიალურად, ისე თავისი ცოდნით. ციხისძირის სახლის გარშემო ციტრუსების ყველა სახეობა მოიყვანა: ფეიხოა, ფორთოხალი, ლიმონი და ა.შ. მის ბაღში ერთმანეთის გვერდით იზრდებოდა კაუჩუკის ხე, რომელიც მოგვინებით ბოტანიკურ ბაღს აჩუქა, ბანანები, ვარდის უნიკალური ჯიშები, რომელთა გამოყვანისთვის მან პარიზის გამოფენაზე 1913 წელს ოქროს მედალი მიიღო; წყნარი ოკეანის სანაპიროდან ჩამოიტანილი ეგზოტიკური პალმები და პინიები. ამბობენ, ანტონმა, ერთ ბუჩქზე წითელი, თეთრი და ვარდისფერი ვარდი გაახარა. ჩაის ნერგების ჩამოსატანად ჩინეთში ექსპედიცია დააფინანსა და პირველი მოსავალი ციხისძირის სახლის ბაღში მოკრიფა. იგი დიდ დროს უთმობდა ახალი ჯიშების გამოყვანას. შემდგომ მისი გამოცდილება ქართული ჩაის კულტურის განვითარებაში იქნა გამოყენებული. 1918 წლის 13 სექტემბრიდან, ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, დაინიშნა ახლად გახსნილი უნივერსიტეტის თსუ-ის პრორექტორად სამეურნეო დარგში. მან ფინანსური მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მშენებლობაში. მისი ხელმძღვანელობით დაიგეგმა და გაშენდა უნივერსიტეტის ბაღი. პეტრე მელიქიშვილის რექტორის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, თანამდებობა დატოვა და ციხისძირს დაუბრუნდა. ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან მიმოწერა ადასტურებს, რომ ციხისძირის სახლის კარი მუდამ ღია იყო მეგობრებისა და კოლეგებისთვის. ანტომ თვალჭრელიძის შთამომავლობას, მის შვილებსა და შვილიშვილებს სერიოზული ღვაწლი მიუძღვის საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარებაში. თვალჭრელიძეების საბუნებისმეტყველო დინასტიის საპატივცემულოდ, მსოფლიო გეოლოგიური საზოგადოების გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ახლად აღმოჩენილ მინერალს "თვალჭრელიძეიტი" ეწოდა. გარდაიცვალა 1930 წლის 2 ივლისს და მეუღლესთან ერთად დაკრძალულია ციხისძირში მის მიერ აშენებული სახლის ბაღში. ქართული მინერალოგიური სკოლის შემქმნელის, აკადემიკოს ალექსანდრე თვალჭრელიძის მამა.
Member of Organizations
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1906-1930)
Contacts Information
|