შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჯანბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1972 წელს; 1980-1984წწ. სწავლობდა იმავე ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1972-1976წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორად; 1977-1983წწ. საქართველოს სამხატვრო ფონდში დიზაინერად; 1979-1991წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის კათედრაზე; 1997-2001წწ. იყო თბილისის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტის რექტორი; 1995-2004წწ. თბილისის თანამედროვე ხელოვნების გალერეის დირექტორი; 2007-2008წწ. კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზას" გენერალური დირექტორი; 2012 წლიდან "ბათუმი არტის" დირექტორი; ავტორია არქიტექტურული პროექტის: ენერგოსისტემების გამოთვლითი ცენტრის შენობა (თბილისში გაგარინის ქუჩაზე, ს. კაციტაძესთან ერთად), მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების ნაწარმოების "ბერიკაობა" (ბარათაშვილის ქუჩაზე, მოქანდაკე ა. მონასელიძესთან ერთად), სამეცნიერო ნაშრომების, სტატიებისა და მეთოდური მითითებების "თანამედროვე ქალაქის სტრუქტურაში ისტორიული განაშენიანების რეკონსტრუქცია", "დიდი ქალაქების დაგეგმარება"; გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ქართული სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის საკითხებზე, 1985-2015წწ. ორგანიზებული აქვს 500-მდე გამოფენა საქართველოში და საზღვარგარეთ; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1984 წელს; დოქტორანტურა იტალიაში, რომის უნივერსიტეტში (1975). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.738 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |