The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჯანბერიძე

გიორგი ჯანბერიძე
Date of birth:1 November, 1950  (73 years)
Category:Architect, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1972 წელს; 1980-1984წწ. სწავლობდა იმავე ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1972-1976წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორად; 1977-1983წწ. საქართველოს სამხატვრო ფონდში დიზაინერად; 1979-1991წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის კათედრაზე; 1997-2001წწ. იყო თბილისის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტის რექტორი; 1995-2004წწ. თბილისის თანამედროვე ხელოვნების გალერეის დირექტორი; 2007-2008წწ. კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზას" გენერალური დირექტორი; 2012 წლიდან "ბათუმი არტის" დირექტორი; ავტორია არქიტექტურული პროექტის: ენერგოსისტემების გამოთვლითი ცენტრის შენობა (თბილისში გაგარინის ქუჩაზე, ს. კაციტაძესთან ერთად), მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების ნაწარმოების "ბერიკაობა" (ბარათაშვილის ქუჩაზე, მოქანდაკე ა. მონასელიძესთან ერთად), სამეცნიერო ნაშრომების, სტატიებისა და მეთოდური მითითებების "თანამედროვე ქალაქის სტრუქტურაში ისტორიული განაშენიანების რეკონსტრუქცია", "დიდი ქალაქების დაგეგმარება"; გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ქართული სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის საკითხებზე, 1985-2015წწ. ორგანიზებული აქვს 500-მდე გამოფენა საქართველოში და საზღვარგარეთ; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1984 წელს; დოქტორანტურა იტალიაში, რომის უნივერსიტეტში (1975).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.738

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, თავმჯდომარე (2002-2010)

Bibliography


Share: