Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალბერტ ჯანელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო არქიტექტურის სპეციალობით 1965 წელს; მოსკოვის საინჟინრო მიწათმოწყობის საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურა 1971 წელს. 1965 წლიდან მუშაობდა ყაზახეთში, ჯერ ქ. ცელინოგრადის მთავარი არქიტექტორის სამსახურში, შემდგომ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების კათედრის უფროს მასწავლებლად; 1974-1975წწ. იყო მოსკოვის ოლქის არქიტექტურულ-გეგმარებითი მთავარი სამმართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი ზონის მთავარი არქიტექტორი; 1975-1995წწ. საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") განყოფილების გამგე და კოლეგიის წევრი; 1995-1996წწ. მუშაობდა საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს ქალაქმშენებლობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1996-1998წწ. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ქალაქებისა და რაიონების მთავარ არქიტექტორთა სამსახურების საქმიანობის კოორდინაციისა და საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსად; სამინისტროს ტერიტორიულ-სივრცითი, ქალაქთმშენებლობისა და არქიტექტურის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ; გამოქვეყნებული აქვს საქართველოს დასახლებათა დაგეგმარება-განაშენიანების პრობლემებისადმი მიძღვნილი 10-ზე მეტი სამეცნიერო-ტექნიკური ხასიათის სტატია და ნაშრომი; არის მთელ რიგ დასახლებათა გენგეგმების ავტორი, არქიტექტურულ-გეგმარებითი კონკურსების გამარჯვებული. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.739; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.204 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |