The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ჯავახიშვილი

გია ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

1977 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში" ხმის ჩამწერი ტექნიკოსიდან  ხმის ოპერატორამდე. ჩაწერა ფილმები: "დღეს ღამე უთენებია", "ვალსი პეჩორაზე" (ლ. ღოღობერიძე),  "ანემია" (ვ. კოტეტიშვილი), "დაბრუნება" (რ. შარაბიძე), "სკაპენის ოინები" (გ. კალატოზიშვილი, მ. კალატოზიშვილი), "მედუზა", "ცივა" (გ. ბარაბაძე), "წყარო" (დ. ხოჯავა), "სიკეთის ტელეფონი" (ა. ჭიაურელი), "დანაშაული მოხდა" (ნ. მჭედლიძე), "მარტივი პასიანსი" (ლ. ერისთავი), "მინის კალენდარი" (თ. ცავა), "წყრომა" (დ. ინანიშვილი), "ბლუზი", "დონ ჟუანის დაბადება" (გ. კაჭარავა) და სხვ. 2002-2006 წწ. - ტელეკომპანია "იმედის" ხმის რეჟისორი (სერიალები: "ცხელი ძაღლი", "თენდება გვიან", "ყავა და ლუდი", "მთვარიანი ველის სერენადა"). ხმის ოპერატორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 226; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


გააზიარე: