შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა ჯალაღანია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1965 წელს და თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი ტელე-კინო მხატვრის სპეციალობით 1972 წელს. 1972 წლიდან მუშაობდა მხატვრად სახელმწიფო ტელევიზიაში, 1974 წლიდან-კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ მხატვრად ფილმებზე: "მწვერვალთა დამპყრობნი" (ა. დარსაველიძე, 1977), "ლიმონის ტორტი" (რ. გაბრიაძე, ა. დარსაველიძე, 1977), "შესვენება" (ბ. წულაძე, 1978), "პირველი კონცერტი" (მ. შონია, 1978), "ბაკურხეველი ხევსური" (გ. ჩოხელი, 1980), "მოგზაურობა სოპოტში" (ნ. ჯორჯაძე, 1980), "მოუსვევენარი ზაფხული" (ა. ნინუა, 1983), "ელისა და რარუს თავგადასავალი" (გ. პეტრიაშვილი, 1986), "წერილი ნაძვებს" (გ. ჩოხელი, 1986), "ფარანი ქარში" (ნ. ომიაძე, 1987), "ბესამე" (ნ. ახვლედიანი, 1989), ''ნოე" (ნ. მანაგაძე, 1990), "ხაფანგი" (ა. ნინუა, 1992), "მხოლოს ერთხელ" (მ. ანასაშვილი, 1994), "რა გაცინებს?!" (თ. ბუტიკიშვილი,1995), "ზაფხული ანუ 27 დაკარგული კოცნა" (ნ. ჯორჯაძე, 2000), "ფანჯარა" (რ. პირველი, 2005), "კაცი საელჩოდან" (დ. ცინცაძე, 2006), "უშენოდ, მგონი, მოვკვდები" (ლ. თუთბერიძე, 2010). გადაღებულია ფილმში "ელისა და რარუს თავგადასავალი". კინოს მხატვარი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 226; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |