The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელგუჯა ჯანელიძე

დაბადების თარიღი:4 მაისი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმი 1960 წელს; ლენინგრადის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1977 წელს.

1960-1967წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1960 წელს სამშენებლო-საწარმოო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში: "ხრამჰეს-II"-სა და "ენგურჰესის" მშენებლობებზე მარკშეიდერად (1960-1967); 1967-1983წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N14 სამშენებლო ტრესტში, ასევე N1 სახლსაშენ კომბინატში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, განყოფილების უფროსად, მშენებლობის სამინისტროს აპარატში ტექნიკური სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1983-1985წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N8 სამშენებლო სამმართველოს და 1985-1990წწ. სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" ტექნიკურ სამსახურს; 1990 წელს, მიწისძვრის შედეგთა სალიკვიდაციოდ, მივლინებული იყო სომხეთის რესპუბლიკაში; მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქსომხეთმშენში" მთავარ მშენებლად (ტრესტის მმართველის მოადგილედ); 1992 წლიდან იყო რესპუბლიკური გაერთიანება "ტაძარმშენის" მთავარი ინჟინერი; შპს "ტაძარმშენის" დირექტორი; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა "ენგურჰესის" სადერივაციო გვირაბი, საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საბავშვო დაწესებულებები, საწარმოო და საინჟინრო-ლაბორატორიული კორპუსები, N8 პურის ქარხანა, საცურაო კომპლექსები, ეკლესიები ტაბახმელაში, მუხიანის დასახლებაში, სამხედრო ნაწილში; აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პარლამენტის შენობის აღდგენა-რეკონსტრუქციაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.740; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.61

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების მედალი
    1988 წელს სომხეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, ტაშირის რაიონში საცხოვრებელი კომპლექსისა და მისი სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობაში შეტანილი პირადი წვლილისათვის

გააზიარე: