The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა პეტრიაშვილი

ვაჟა პეტრიაშვილი
დაბადების თარიღი:17 მაისი, 1974  (49 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მაკროეკონომიკის სპეციალობით 1996 წელს, ასპირანტურა 1999 წელს.

1996-1997 წწ. იყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს მრეწველობის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; 1997-1999 წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი; 2000 წელს საქართველოს პარლამენტის უფროსი ეკონომისტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მრჩეველი; 2000-2001 წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის აპარატის უფროსი; 2001 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი, სახაზინო სამსახურის უფროსი; 2001-2005 წწ. გაეროს განვითარების პროგრამის ეროვნული კონსულტანტი საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებში; 2003-2005 წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი; 2005 წელს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე; 2005-2006 წწ. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2006 წლიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; 2011-2012 წწ. საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი; 2012-2014 წწ. საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის მრჩეველი; 2013-2014 წწ. "Reformatics" ჯგუფი, მრჩეველი საგადასახადო და საბიუჯეტო პოლიტიკის რეფორმებში (უნგრეთის მთავრობა); 2014 წლიდან Liberty Bank-ის გენერალური დირექტორის საგადასახადო მრჩეველი, შპს ATA Partners-ის პარტნიორი. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.388; atapartners.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: