The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ ახმეტელაშვილი

ომარ ახმეტელაშვილი
დაბადების თარიღი:14 აპრილი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, გამომგონებელი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ადამიანთა და ცხოველთა ფიზიოლოგიის სპეციალობით 1966 წელს; 1971 წელს თსუ-ს ასპირანტურა (ხელმძღვანელი - აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი).

1972–1974 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანთა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1975 წლიდან ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის დოცენტი; 1974–1976 წწ. ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1975-2006 წწ. რამდენიმე ათეული სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვანელი. 1980–1983 წწ. თსუ ადმინისტრაციის საქმიანობაზე კონტროლის კომისიის თავმჯდომარე სამეცნიერო კვლევითი მუშაობის ხაზით; 1998–2006 წწ. გამოყენებითი ფიზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გამგე; მუშაობდა უცხოეთის ცნობილ სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში, მათ შორის: ლენინგრადის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ი. პავლოვის განყოფილებაში (1969–1970); მოსკოვის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში (1985-1986); იტალიის - რომის, პიზის, პარმისა და ბოლონიის უნივერსიტეტებში (1976-1977); გერმანიის -  ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში (1978); უცხოელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული კვლევის შედეგები აისახა ერთობლივ შრომებში. მრავალი სამეცნიერო სტატიის, რამდენიმე პატენტისა და გამოგონების თანაავტორი, მრავალი რესპუბლიკური და საერთაშორისო ფორუმების მონაწილე და მომხსენებელი. ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკად. ივანე ბერიტაშვილის სახელობის გამოყენებითი ფიზიოლოგიის სასწავლო, ს/კ ლაბორატორიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი; ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის მიღებული აქვს ჯილდოები, მათ შორის: "ალმა მატერის" ერთ-ერთი დამაარსებლის აკად. ი. ჯავახიშვილის საიუბილეო მედალი (2002). ნეიროფიზიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1974), დოქტორი (1996); საქართველოში გამოყენებითი ფიზიოლოგიის პროფილის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების დამაარსებელი: თსუ (1998), კსუ (2014), ეუ (2021).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ნეირომეცნიერებათა ასოციაციების ფედერაცია (FENS), წევრი (2018-)
  • ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2020-)
  • საქართველოს ნეირომეცნიერებათა ასოციაცია (GNA), წევრი (2018-)
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2018-)
  • ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია- IBRO, წევრი (2017-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
    ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: