The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჩართოლანი

გიორგი ჩართოლანი
დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1964  (60 წლის)
კატეგორია:პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

სხვადასხვა დროს მუშაობდა: ჟურნალი "თეატრი და ცხოვრება" - პუბლიცისტიკის განყოფილების გამგედ; საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაცია გაერთიანება "ხელოვნება" - მთავარი რედაქტორის მოადგილედ; საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ "დღის ბოლოს"- მთავარი პროდიუსერი, შემოქმედებითი გაერთიანება "მოამბე" - გენერალური დირექტორად; ხალხური შემოქმედების რედაქცია - მთავარი რედაქტორი, ქართულ-ინგლისური ჟურნალი "Free Time Colour" - დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; ტელეკომპანია "მზე" - პროგრამა "მზერა-კულტურა" - მთავარ პროდიუსერად; "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დილის და დღის პროგრამების გენერალურ პროდიუსერად; საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე ტელემაუწყებლობის დარგში. საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის ხელმძღვანელი. მრავალი სატელევიზიო პროექტის ავტორი, პროდიუსერი, რეჟისორი და წამყვანი. მათ შორის: "მთავარ როლში", "მეტრონომი", "ქიმერიონი" და სატელევიზიო დოკუმენტური ფილმები: "გოგი გეგჭკორი", "ოთარ მეღვინეთუხუცესი", "გურამ საღარაძე", "უშანგი ჩხეიძე", საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი. შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიის, მასკომუნიკაციის და მედიის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი; მრავალი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მედიის და მასკომუნიკაციის პროფესორი, მინიჭებული აქვს საერთშორისო ჟურნალისტური პრემია "ოქროს ფრთა" (2012 ), მრავალი სამეცნიერო სტატიის და პუბლიკაციის ავტორი ხელოვნებათმცონდეობის და მედიის კვლევების სფეროში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრალური საზოგადოება, წევრი (1991-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
    სატელევიზიო ფილმებისთვის:"გოგი გეგჭკორი", "ოთარ მეღვინეთუხუცესი", "გურამ საღარაძე", "უშანგი ჩხეიძე"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: