The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგი გოლეთიანი

გოგი გოლეთიანი
ოფიციალური სახელი:გიორგი გოლეთაინი
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1944
გარდაცვ. თარიღი:4 ნოემბერი, 2016  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაკურალეში, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს.

1966-1967 წწ. იყო ზერენდის (ყაზახეთი) საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი; 1967-1969 წწ. ზერენდის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; 1969-1973 წწ.  თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის ასპირანტი, მივლინებულ იქნა მოსკოვში საკავშირო ქირურგიის ინსტიტუტში, სისხლძარღვოვანი ქირურგიის განყოფილებაში; 1973-1981 წწ. თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის ნეიროქირურგიული განყოფილების მეცნიერ-მუშაკი; 1981-1983 წწ. ქალაქის N1 კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული განყოფილების გამგე; 1983-1985 წწ. ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის რესპუბლიკური ცენტრის ექიმი-ნეიროქირურგი; 1985-1987 წწ. რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ნეიროქირურგი; 1987-2009 წწ. აკადემიკოს პ. სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიის ინსტიტუტის საოპერაციო განყოფილების გამგე; 2009 წლიდან მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ნეიროქირურგი; მონაწილეობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში; აქვს 16 სამეცნიერო ნაშრომი. ასევე იყო "სანავიაციის" ექიმი-კონსულტანტი დაარსების დღიდან. უმაღლესი კატეგორიის ექიმი ნეიროქირურგი. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.

წყარო: გიორგი გოლეთიანის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ომის ვეტერანთა კავშირი, წევრი (1993-)

გააზიარე: