The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან პიტავა

რუსუდან პიტავა
დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1942
გარდაცვ. თარიღი:27 დეკემბერი, 2021  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მარანა, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1966 წელს.

1966-1975წწ. იყო საქართველოს სოცუზრუნველყოფის სამინისტროს ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, განყოფილების გამგე, სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1975-1977 წწ. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების პროკურორი. დასახელებულია წლის ადვოკატად (1998, 1999, 2000, 2002); არის კონკურსის - "ყველაზე პოპულარული იურისტი", მე-6 ადგილის მფლობელი (2002).  მიღებული აქვს ადვოკატთა კოლეგიის სიგელი "ადვოკატთა ქართული სკოლის განვითარებაში და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის" (2003) და სიგელი ქართული იურიდიული პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის (2011). ადვოკატი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.389;  ხაზის რადიოს ფეისბუკ-გვერდი: facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ადვოკატთა კოლეგია, საპატიო წევრი (2003-)
  • საქართველოს უზენაესი სასამართლო, წევრი (1977-1985)

გააზიარე: