The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ პოპიაშვილი

ავთანდილ პოპიაშვილი
Date of birth:10 March, 1944
Date of death:2012  (at 67 years)
Category:Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. დედოფლისწყარო.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება 1976 წელს.

1976-1992 წწ. იყო ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგი; 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის თანამშრომელი; 1996 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის ფერწერის სექციის თავმჯდომარე. არის ავტორი ნამუშევრებისა: "ბერიკების ქორწილი" (1985), "ლაშარობის დღესასწაული თუშეთში" (1989), ფერწერული და გრაფიკული სერია "ნატურმორტები ყვავილებით" (1985-1998), "გაცილება" (1985), "პასტორალი" (1986), "იერუსალიმში შესვლა" (1995), "იმერეთი" (1995), "მედეა და იაზონი (1998) და სხვა; ილუსტრატორი წიგნებისა: აკ. წერეთელი "ბაშიაჩუკი", ვ. ცირეკიძე "მთვარეული". გამართული აქვს პერსონალური გამოფენები: "არტ გალერეაში" (ტალინი, 1991), კულტურის ცენტრში "მზიური" (მოსკოვი, 1991). 1967 წლიდან მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში, მათ შორის: საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება (მოსკოვი, 1987), "იმპულსები: დიურერი, გოეთე, ფიროსმანი" (თსსა მუზეუმი, 1995), პარიზი, იუნესკო (1996), საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში, სეგ (თბილისი, 1998) და სხვა. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 

 წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.390; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1976-)

Share: