The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ჯანელიძე

შოთა ჯანელიძე
Date of birth:1916  (109 years)
Date of death:19??
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სადმელი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1941 წელს.

1941-1952წწ. მუშაობდა სამთო-მომპოვებელ ტრესტ "ტყიბულნახშირისა" და სამშენებლო ტრესტ "თბილმშენის" სამშენებლო სამმართველოებში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1952-1961წწ. საქართველოს ხე-ტყისა და ქაღალდის მრეწველობის სამინისტროს თბილისის სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1961-1971წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N7 სამშენებლო სამმართველოს უფროსი, იმავე სამინისტროს N10 სამშენებლო ტრესტ "მაღლივმშენის" N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1971-1980წწ. საქართველოს ხე-ტყისა და ხის დამამუშავებელი მრეწველობის სამინისტროს სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი; 1980-1985წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს მარნეულის სახლსაშენი კომბინატის დირექტორად; 1985-1995წწ. საწარმოო გაერთიანება "საქტრანსგაზის" სამშენებლო-სამრეწველო სამმართველოს უფროსად; მონაწილეობდა თბილისის საავეჯო კომბინატ "განთიადისა" და გრეხილის ავეჯის კომბინატის მშენებლობასა და საექსპლუატაციოდ გაშვებაში; ხელმძღვანელობდა კოჯრის სკოლა-ინტერნატის, თბილისის ტელეცენტრის პირველი რიგის, საცხოვრებელი სახლების (ვარაზისხევში), სამოცბინიანი საცხოვრებელი სახლის (ტაშკენტში), სასტუმროების - "ივერიისა" და "აჭარის" (კარკასის), თბილისის N3 საავეჯო ფაბრიკის, თბილისის სარკისა და რკინის კარკასის ქარხნების, ლამინირებული დილების საამქროს, სანატორიუმის (წყალტუბოში) მშენებლობას; იყო სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.741

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: