The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ გოგოლაძე

თეიმურაზ გოგოლაძე
დაბადების თარიღი:28 ივნისი, 1951
გარდაცვ. თარიღი:5 აგვისტო, 2024  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1975 წელს; ქირურგიის ინსტიტუტის ბაზაზე გაიარა მიზნობრივი ასპირანტურა.

გაიარა კლინიკური ორდინატურა ტრავმატოლოგიაში პროფესორ ო. ღუდუშაურის ხელმძღვანელობით; 1980 წლიდან მიწვეული იყო პროფესორ ნ. ბოხუას მიერ, რკინიგზის საავადმყოფოს მიკროქირურგიისა და ანგიოქირურგიის კლინიკაში, როგორც ექიმი-ტრავმატოლოგი; სხვადასხვა დიაგნოსტიკური თუ სამკურნალო მეთოდების ასათვისებლად არაერთხელ გაემგზავრა სამუშაოდ რუსეთის, უკრაინის ბალტიისპირეთის წამყვან ანგიოქირურგიულ ცენტრებში; 2000 წელს ხანგძლივი მივლინებით იმყოფებოდა ავსტრიის AKH-Linz რადიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც აითვისა პერიფერიული სისხლძაღვების რენტგენოდიაგნოსტიკისა და ენდოვასკულარული ანგიოპლასტიკის მეთოდები; შედეგად მის მიერ საქართველოში შესრულებული და დანერგილი იქნა პერიფერიული სისხლძარღვების ანგიოპლასტიკის ძირითადი თანამედროვე ოპერაციები, მათ შორის რამდენიმე ორიგინალური ოპერაციაც; მჭიდროდ თანამშრომლობს ავსტრიელ კოლეგებთან (Peter Pichler, P. Kobelbeck და სხვა); 2005 წლიდან მათთან ერთად რამდენიმე ათეული ინოვაციური ოპერაცია შესრულდა; მედიცინის აკადემიური დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პოსტტრავმული ქრონიკული ვენური უკმარისობის კლინიკური ასპექტები და პროფილაქტიკის გზები", დაიცვა 1996 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენდოვასკულარულ ქირურგთა საზოგადოება, დამაარსებელი (2011-)

გააზიარე: