The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ ჟღენტი

რამაზ ჟღენტი
დაბადების თარიღი:17 მარტი, 1950  (75 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქედის რაიონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1971 წელს.

1975 წლიდან მუშაობდა ქედის რაიონის პროკურატურაში სტაჟიორად; 1975-1976 წწ. ქედის რაიონის პროკურატურაში გამომძიებლად; 1976-1978 წწ. იყო ქედის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 1980-1987 წწ. ქ.ბათუმის პროკურორი; 1987-1989 წწ. აჭარის ა/რ პროკურატურაში პროკურორის მოადგილე; 1989-1992 წწ. აჭარის ა/რ პროკურატურაში აჭარის ა/რ პროკურორი; 1992-1994 წწ. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურაში საგამოძიებო სამმართველოს უფროსი; 1994-2004 წწ. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურაში მოკვლევისა და გამოძიების კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი; 2004 წელს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლისსამართლერივი დევნისა და კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი; 2004-2005 წწ. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლებრივი დევნისა და კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი; 2005 წელს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შსს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი; 2005-2008 წწ. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი. 1976-1982 წწ. მიენიჭა III, II და I კლასის იურისტის წოდება, 1983-1989 წწ. მიენიჭა იუსტიციის უმცროსი მრჩეველის, მრჩეველის, უფროსი მრჩეველის და სახელმწიფო მრჩეველის წოდებები.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.395; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდი: hcoj.gov.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.83

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის უმაღლესი სასამართლო, წევრი (1978-1980)
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2009-2013)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: