The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ჯანიკაშვილი

გივი ჯანიკაშვილი
დაბადების თარიღი:1926
გარდაცვ. თარიღი:1994  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს.

1949-1971წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში ინჟინერ-მშენებლად, ამავე ტრესტის აპარატში ტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინრად; სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1971-1974წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენის" N1 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი; 1974 წლიდან საგზაო სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილე; წლების განმავლობაში მუშაობდა მინისტრთა საბჭოს აპარატში რეფერენტად, უფროს რეფერენტად, სამეურნეო სამმართველოს უფროსის მოადგილედ, კურირებდა მშენებლობის საკითხებს; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშემდა არაერთი საცხოვრებელი, დასასვენებელი და სასტუმრო სახლი თბილისსა და რესპუბლიკის საკურორტო რეგიონებში. მიღებულიაქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.741

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: