The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა რამაზაშვილი

მარინა რამაზაშვილი
დაბადების თარიღი:27 მარტი, 1960  (65 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს; მოსკოვის თვალის დაავადებათა ჰელმჰოლცის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორდინატურა 1986 წელს, ასპირანტურა 1988 წელს.

1991-1993 წწ. მუშაობდა ჰელმჰოლცის თვალის სნეულებათა ინსტიტუტის თვალის ფსკერის განყოფილებაში; 1993-1994 წწ. იყო საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ოფის-მენეჯერი; 1994-1995 წწ. მუშაობდა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სააგენტოს მენეჯერის მოადგილედ; 1995-2000 წწ. იყო მენეჯერი და ოფთალმოლოგი თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკაში - "ოფთალმიჯი"; 2000 წლიდან კლინიკა "კარაპს მედლაინის" ოფთალმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი. არის მსოფლიო დიაბეტური ასოციაციის და ევროპის დიაბეტური სწავლების ასოციაციის წევრი (EASD), მსოფლიო და ევროპის ოფთალმოლოგიური და დიაბეტური კონგრესების მონაწილე, IQ კლინიკის დამფუძნებელი, მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მხედველობის ნერვის პათოლოგიისა და მკურნალობის საკითხები", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.396; facebook.com


გააზიარე: