Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი თვალჭრელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: პატარა ონი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის სვერდლოვის უნივერსიტეტი. 1913 წელს სოჭში მუშაობდა შავი ზღვის რკინიგზის მშენებლობაზე. 1915 წელს მეფის არმიაში იბრძოდა თურქეთის ფრონტზე, სადაც ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1918 წელს მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა და განაგრძო რევოლუციური საქმიანობა. ამავე წლის ივნისში გაიწვიეს მენშევიკური არმიის მე-3 ქვეით პოლკში, რომელიც ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე იყო განლაგებული. ფოთის საქალაქო პარტიული ორგანიზაციის დავალებით, სხვა ამხანაგებთან ერთად პოლკში ჩამოყალიბდა ბოლშევიკური უჯრედები და ჯარისკაცთა შორის აქტიურ არალეგალურ პარტიულ-პოლიტიკურ მუშაობას ეწეოდა. 1919 წლის მაისში დააპატიმრეს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ გ. თვალჭრელიძე ჯერ პატარა ონის რევკომის თავმჯდომარედ მუშაობდა, შემდეგ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე იყო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იმყოფეფოდა ხელმძღვანელ პარტიულ სამუშაოზე: პარტიის თბილისის ლენინის რაიკომის, გურჯაანისა და მახარაძის რაიკომების, აჭარის საოლქო და ბათუმის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი. საქართველოს კპ. ცკ-ის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგე, საქართველოს კპ ცკ-თან არსებული პარტკომისიის თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო კონტროლის მინისტრი და სხვა; პარტიის მე-17-19 ყრილობის დელეგატი, საქართველოს სსრ 1-2 და სსრკ 3 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4.-თბ.,1979.- გვ. 673 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |