შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუმბერ რუსიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა 1976 წელს. 1976-1981 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად; 1981-1983 წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ უმაღლეს სასამართლოში კონსულტანტად, უფროს კონსულტანტად; 1982-1984 წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 1991-1999 წწ. იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 1999-2001 წწ. მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განზოგადების განყოფილების სექტორის გამგედ; 2001-2005 წწ. იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2005 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; არის სამეცნიერო სტატიების ავტორი, თანაავტორი ნაშრომებისა: "სამოქალაქო სამართლებრივი ნორმა და მისი შეფარდება" (1977), "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი" (2000). წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.401; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდი: oldtbappeal.court.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |