შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი დუჩიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მანავი, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო ინსტიტუტი. მუშაობა დაიწყო მანავის კოლმეურნეობაში; შემდეგ დაინიშნა საგარეჯოს საბჭოთა მეურნეობის დირექტორად. 1962 წლიდან იყო სხვადსხვა ხელმძღვანელ სამუშაოზე: საგარეჯოს რაიონის აღმასკომის თავმჯდომარედ; საქართველოს კვების მრეწველობის მინისტრის მოადგილედ; 1970-1976 წწ. საქართველოს ხორცისა და რძის მრეწველობის მინისტრი, საქართველოს მთავრობის წევრი, საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1977-1990 წწ. მუშაობდა საკავშირო ხორცისა და რძის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დირექტორად; გაერთიანება "საქფრინველმრეწვის" გამარჯვების მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორად; პატარძეულის საბჭოთა მეურნეობის დირექტორად; იყო ერთადერთი თანამდებობის პირი, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია და დაუსაბუთა სკკპ ცკ-ს პირველ მდივანს ნ. ხრუშოვს, კახეთში ვაზის ნაცვლად სიმინდის კულტურის გაშენების მიზანშეუწონლობა. საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარებაში მისი წვლილი აღნიშნულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელებით, სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. პერსონალური პენსიონერი (1990), ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი, ვეტერინარი ექიმი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |