შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ჭეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გურიანთკარი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი ლითონთა წნევით დამუშავების სპეციალობით 1971 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის საბუღალტრო აღრიცხვისა და ეკონომიკის ფაკულტეტი სოფლის მეურნეობის ეკონომისტის სპეციალობით 1984 წელს. 1971-1987 წწ. იყო რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ჯერ დამხმარე მუშა, შემდეგ ოპერატორი, ოსტატი, სამსახურის ხელმძღვანელი; 1981-1988წწ. ქ. რუსთავის აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1988-1989 წწ. რუსთავის მეტალურგიული კომბინატის დირექტორის მოადგილე, 1989-1992 წწ. კომერციული დირექტორი, 1992-1995 წწ. აღმასრულებელი დირექტორი, 1995-1999 წწ. გენერალური დირექტორი. 2000 წლიდან შპს "ინტერპარკის" გენერალური დირექტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.113 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |