The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რობინზონ ლომიძე

რობინზონ ლომიძე
დაბადების თარიღი:1948  (77 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აბისი, ქარელის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი ლითონთა წნევით დამუშავების სპეციალობით 1970 წელს.

1970-1971 წლებში მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის ინჟინერ-ტექნოლოგად, 1974-1980 წლებში - რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მგლინავად, გლინვის ოსტატად, 1981-1987 წლებში - მილგასაგლინავი საამქროს უფროსის მოადგილედ, 1987-1996 წლებში - ამავე საამქროს უფროსად, 1996-1999 წლებში - რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ტექნიკურ დირექტორად, 1999-2005 წლებში - კვლავ მილგასაგლინავი საამქროს უფროსად, 2005 წლიდან - რუსთავის მეტალურგიული კომბინატის გენერალურ დირექტორად. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1982). მეტალურგი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.115; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.197; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.421

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ქალაქ რუსთავის საპატიო მოქალაქე
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1996-1997 წლებში შესრულებული სამუშაოსათვის - "426 მმ-იანი დიამეტრის უნაკერო მილების გლინვის ტექნოლოგიის შემუშავება და წარმოებაში დანერგვა"
  • 1978 - საქართველოს კომკავშირის პრემია

გააზიარე: