The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ მაისურაძე

ნოდარ მაისურაძე
დაბადების თარიღი:31 ივლისი, 1934  (90 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი შავი ლითონების მეტალურგიის სპეციალობით 1958 წელს.

1958 წწ. მუშაობა დაიწყო რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში აგლოსაბრძმედე საამქროს მუშად; 1961-1962 წწ. იყო ამავე საამქროს მოწყობილობის შეკეთების ოსტატი; 1963-1964 წწ. საამქროს მექანიკოსი, 1965 წლიდან გადაყვანილ იქნა საამქროს უფროსის მოადგილედ მოწყობილობის დარგში, 1966 წლიდან - რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მთავარი მექანიკოსის მოადგილედ მეტალურგიული მოწყობილობის დარგში; 1968-1970 წწ. საბჭოთა კავშირის შავი ლითონების მრეწველობის სამინისტროს მიერ მივლინებულ იქნა ინდოეთის ბლიხაის მეტალურგიულ კომბინატში უფროს ინჟინერ-მექანიკოსად; მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მთავარი მექანიკოსის მოადგილედ. 1971-1992 წწ. იყო ამიერკავკასიის "ცენტრბრმძმედრემონტის" სპეციალიზებული სამმართველოს უფროსი. ამ პერიოდში იგი რამდენჯერმე მიავლინეს იუგოსლავიაში, სმედეროვის მეტალურგიულ კომბინატში ტექნიკური დახმარების გასაწევად; 1982-1985 წწ. იგი მიავლინეს ალჟირში, ელ ხაჯირის მეტალურგიულ კომბინატში მთავარ ინჟინერ-კონსულტანტად. მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, 1993 წელს, დაინიშნა რუსთავის მეტალურგიული კომბინატის  სპეციალიზებულ ტრესტ "მეტალურგის" მმართველად. 1996-2004 წწ. იყო რუსთავის მეტალურგიის კომბინატის გენერალური დირექტორის მოადგილე მოწყობილობის დარგში. მეტალურგი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.115; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია:  georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.469

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1996-1997 წლებში შესრულებული სამუშაოსათვის: "426 მმ-იანი დიამეტრის უნაკერო მილების გლინვის ტექნოლოგიის შემუშავება და წარმოებაში დანერგვა"
  • 1989 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1982 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1976 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: