The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ჯაფარიძე

არჩილ ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:18 სექტემბერი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ნსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963-1975წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად, სამხრეთ ოსეთის მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად; 1975-1985წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "სპეცმშენის" მმართველი, ამავე სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" მმართველი, მინისტრის მოადგილე; 1985-1987წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1988 წლიდან წმ. სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის თავმჯდომარის მოადგილე; მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ ინდოეთსა და ირანში, მეტალურგიული კომბინატის მშენებლობაში ტექნიკური დახმარების გაწევის მიზნით; ხელმძღვანელობდა თბილისის N31 საავიაციო ქარხნის N6 კორპუსის, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო და ზოოვეტერინარული ინსტიტუტების, მეტალურგიული კომბინატის აგლომერაციული კომპლექსის (ინდოეთში), აგლომერაციული კომპლექსის (ირანში), რუსთავის ქიმიური ბოჭკოს კომბინატის რიგი ობიექტების, ჩამდინარე წლების გამწმენდი ნაგებობების საქართველოს მასშტაბით და თბილისი-რუსთავისთვის ერთობლივად, ჩერნობილის ატომური სადგურის ავარიის შემდეგ საცხოვრებელი სახლების აღდგენით სამუშაოებს (უკრაინაში, როგორც საქართველოს წარმომადგენელი); აქტიურად იყო ჩართული სასტუმრო "მეტეხის" მშენებლობაში (თბილისში), კურატორობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას; წლების განმავლობაში იყო საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") საექსპერტო კომისიის წევრი; მივლინებული იყო გერმანიასა და საფრანგეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საქართველოს პატრიარქის ილია II ჯილდო წმ. სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში აქტიური მონაწილეობისთვის.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.723-741-742

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: