The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეთერ ჯებაშვილი

დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1920
გარდაცვ. თარიღი:1982  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1945 წელს.

1941 წელს მუშაობა დაიწყო "თბილისის კინოსტუდიის" ხმის საამქროში ელექტრიკოსად, გახდა სტუდიის წამყვანი ხმის ოპერატორი. მისი მონაწილეობით გახმოვანებულია მრავალი მხატვრული ფილმი: "ხმელი წიფელი" (მ. კოკოჩაშვილი), "პაპა გოგია" (ზ. გუდავაძე), "გზაში", "გასეირნება თბილისში", "დიდედები და შვილიშვილები", "იმერული ესკიზები" (ნ. მჭედლიძე), "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (მ. ჭიაურელი), "ალოობა" (ლ. გორდელაძე), "განგაში" (ნ. სანიშვილი),"ჩემი ქალაქის ვარსკვლავი", "ანარეკლი" (ო. აბესაძე), "ივანიკა და სიმონიკა" (პ. ჩარკვიანი) და სხვ. ანიმაციური ფილმი -"სიყვარული და კიბერნეტიკა", ბ. სტარიკოვსკი). მუშაობდა აღსადგენი და დუბლირებული ფილმების გახმოვანებაზე. ხმის ოპერატორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 229


გააზიარე: