The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ჯაფარიძე

გივი ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:6 აპრილი, 1934  (91 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1957 წელს; სწავლობდა იმავე აკადემიის აკადემიის ასპირანტურაში, რომელიც დაამთავრა აკადემიკოს არჩილ ქურდიანის ხელმძღვანელობით.

აკადემიის დამთავრების შემდეგ დატოვებულ იქნა კათედრაზე პედაგოგად; მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში"; ამ პერიოდში დაამუშავა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის, ბაკურიანისა და წოდორეთის დაგეგმარების, ძველი თბილისის უბნისა და ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის პროექტები და სხვ.; იყო ტურიზმის საკავშირო ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორი; მონაწილეობას იღებდა საქართველოს სახალხო მეურნეობის მიღწევათა და კულტურული მემკვიდრეობის პავილიონის მშენებლობაში და ექსპოზიციის მოწყობაში თურქეთში (ქ. იზმირი); ავტორია მონრეალის "ექსპო 7"-ის პავილიონის პროექტისა და ექსპოზიციის, რისთვისაც დაჯილდოებულ იქნა დიდი ოქროს მედლით; 1996 წლიდან მუშაობდა ქ. მოსკოვში, იყო მანეჟის მოედნის რეკონსტრუქციის მთავარი არქიტექტორი, რომელიც აღინიშნა რუსეთის პრეზიდენტის მიერ დიდი ოქროს მედლით; 2000 წელს მიიწვიეს "მოსკვა-სიტის" პროექტის მთავარ არქიტექტორად, სადაც 2010 წლამდე მუშაობდა; 2000-2002წწ. ჩეხეთში დააპროექტა სასტუმრო 1000 ადგილზე ("კარლოვი ვარი"), ქ. ნიუ-იორკში (აშშ) დაპროექტებული აქვს ობიექტები კერძო შეკვეთით; მოწყობილი აქვს გამოფენები ქ. მოსკოვში (საქართველოს კულტურის ცენტრში) და ნიუ-იორკში; მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო და კერძო კოლექციებში; ქ. ტოკიოში, საგამოფენო კომპლექსის ერთ-ერთმა მფლობელმა ერთი პავილიონი მისი ფერწერისა და გრაფიკის ნამუშევრებს მუდმივ საგამოფენო ექსპოზიციას დაუთმო. მუშაობს ქ. თბილისის პერსპექტიული განვითარების პროექტების განხორციელებაზე (თანაავტორთან ერთად).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.742

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს "არქიტექტურის რაინდი"

გააზიარე: