შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1954 წელს. 1955-1970წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ს/კ ინსტიტუტში უმცროს და უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1970-1976წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე; იყო დოცენტის, პროფესორის თანამდებობაზე, კათედრის გამგის მოადგილე; 1976-1996წწ. სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სასწავლო ნაწილის უფროსი; 2009 წლიდან სამშენებლო კონსტრუქციების კათედრაზე მოწვეული სრული პროფესორი; 2009 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის სრული პროფესორია; წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტსა და თბილისის პოლიტექნიკურ კოლეჯში; არის ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 4 სახელმძღვანელოსა და მეთოდური მითითების ავტორი, სამშენებლო ნორმებისა და წესების "ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები" (პნ 03.01-09) ერთ-ერთი შემდგენელი; წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მშენებელთა სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების პრეზიდიუმსა და სივრცითი კონსტრუქციების სწავლების საკავშირო საბჭოს საქართველოს სექციაში; იყო საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") ექსპერტი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.743
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |