The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოლგა დოდაშვილი-მაღაროელი

დაბადების თარიღი:1880  (144 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

იყო კოლეგიის მრჩევლის ქალიშვილი. 1898 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელი. ამის შემდეგ შევიდა ამავე სასწავლებლის VIII კლასის ორწლიან კურსზე, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგ მიიღო კერძო მასწავლებლის წოდება რუსულ, მშობლიურ ენასა და ღვთისმეტყველებაში. იყო კარგი პედაგოგი და მამულიშვილი. 1918 წლის ივლისში განათლების სამინისტროს დაბალი სასწავლებლის გამგეს გ. ჭუმბურიძეს მან ასეთი შინაარსის თხოვნა წარუდგინა: "უმორჩილესად გთხოვთ დამნიშნოთ თბილისის რკინისგზის დაბალ სასწავლებლის მასწავლებლის ადგილზე. მე გავათავე ქუთაისის ქალთა გიმნაზია, 4 წლის განმავლობაში ვმასწავლებლობდი ქუთაისის კერძო დაბალ სასწავლებელში, ხოლო ათი წელი ბაქოს საბჭოს სხდომის ნავთის მრეწველობის სკოლაში. გამოცხადდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა, გამოვეშურე სამშობლოსაკენ, რათა აქ მემსახურა ჩემი ერის საკეთილდღეოდ". მთავარგამგემ, როგორც გამოცდილმა მასწავლებელმა, მას რეკომენდაცია მისცა, დანიშნულიყო შესაბამის ადგილზე.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.128


გააზიარე: