Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოლომონ დოლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. მიიღო საშუალო განათლება. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაში მემანქანედ. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ჯგუფის წევრი. 1918 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. გაწევრიანებული იყო პარლამენტის სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. იყო პარლამენტის ჯანმრთელობის კომისიის წევრი. 1919 წლის თებერვალში დამფუძნებელი კრების არჩევნებზე კენჭს იყრიდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საარჩევნო სიით, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა. საკანდიდატო სიაში 127-ე ნომერი იყო. დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ფრონტის დამხმარე კომიტეტის საქმიანობაში. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.129 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |