The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სტეფანე ელიაძე

Date of birth:1884  (140 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი უჩხო, ოზურგეთის მაზრა.

დაიბადა გლეხის ოჯახში, ორკლასიანი დაწყებითი განათლება მიიღო ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედის ორკლასიან სკოლაში. განათლების მიღების შემდეგ სამუშაოდ გადადის ბათუმში, სადაც სტამბის მუშა ხდება, სწავლობს ასოთამწყობის პროფესიას. 1915 წელს სამუშაოდ გადმოდის თბილისში, ხდება სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკური ფრაქციის აქტიური წევრი. წლების განმავლობაში იყო ბეჭდვითი საქმის მუშათა პროფესიული კავშირის გამგეობის წევრი. 1918 წელს იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით, მცირე ხნით შედიოდა საბჭოს იურიდიულ კომისიაში. დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურ საქმიანობას ეწეოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის პრესაში, თანამშრომლობდა გაზეთ "ერთობასთან". იყო საავადმყოფოთა სარევიზიო კომისიის წევრი. 1919 წლის თებერვალში სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით მონაწილეობას იღებდა დამფუძნებელი კრების არჩევნებში, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა, საკანდიდატო სიაში 123-ე იყო. 1920 წლის აგვისტოდან ალექსანდრე ლომთათიძესა და ივანე გომართელთან ერთად შედიოდა სოციალ-დემოკრატების მიერ გამოცემულ აგრარული პროფილის გაზეთ "სოფლის მუშის" სარედაქციო კოლეგიაში.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.135

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი (1918-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი

Share: