The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დევი ივანოვ-ჩიქოვანი

დევი ივანოვ-ჩიქოვანი
Date of birth:5 May, 1936
Date of death:25 December, 2010  (at 74 years)
Category:Screenwriter

Biography

დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო  ფაკულტეტი 1963 წელს და სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლეესი კურსები მოსკოვში 1975 წელს.

მუშაობდა საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში ადმინისტრატორად, ჯგუფის დირექტორად, უფროს რედაქტორად. მისი მონაწილეობით შეიქმნა სცენარები მხატვრული ფილმებისთვის: "თუში მეცხვარე" (ა. ჭიჭინაძესთან და ვ. სულაკაურთან ერთად/ს. ჩხაიძე, 1976), "ორმო" (გ. ჩირაძე, 1979), "ათოვდა ზამთრის ბაღებს" (დ. აგიაშვილთან ერთად/გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1984), "კირილეს ოდისეა" (დ. ბათიაშვილი, 1985), "ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი" (თ. ფალანდიშვილი, 1990), "შიში" (ზ. სავანელი, 1995), "ვეფხისტყაოსანი" ანუ კავკასიური მარყუჟი" (თ. ჩიხლაძე, 2005). დოკუმენტური ფილმები: "ექსპერიმენტი" (დ. აგიაშვილთან ერთად/გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1979), "ოლენკა" (გ. გაბელაია, 1987), "იყო და არა იყო რა" (გ. გაბელაია, 1987) და სხვ. ანიმაციური ფილმები: "ტუსაღი" (ბ. შოშიტაიშვილი, 1984), "ყოფნა თუ...სმა?" (ბ. შოშიტაიშვილი, 1985), "ზამთრის ეტიუდი" (შ, ჭავჭავაძე, 1988), "ციკლი"(შ. ჭავჭავაძე, 1989), გადაღებულია ფილმებში: "გზის დასაწყისი" (ლ. ელიავა, 1982), "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (გ. შენგელაია, 1984, ბაქარ იტრიელი).

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 96-97; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


Share: