The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ოქროსცვარიძე

ოთარ ოქროსცვარიძე
დაბადების თარიღი:1950  (75 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი ლითონმცოდნეობისა და ლითონთა თერმული დამუშავების სპეციალობით 1972 წელს.

1972-1987 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1976-1979 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის ასპირანტი, 1987-1989 წლებში - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1989 წლიდან - წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. 1995 წლიდან იგი იყო სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის "დელტას" საჯავშნე მასალებისა და კონსტრუქციების განყოფილების უფროსი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

 წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.124

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სამხედრო სამრეწველო საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის

გააზიარე: