Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიქტორ ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხრეითი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამთო ტექნიკუმი 1953 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1960 წელს. 1960-1962წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტების "საქგიპროშახტისა" და 1962-1964წწ. "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალის საინჟინრო-გეოლოგიურ განყოფილებაში, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1964 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტის) გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების კათედრის გამგის მოადგილე იყო; ავტორია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გასწორება-გამაგრების, მობინადრეთა გამოსახლების გარეშე, ახალი მათოდის, რომელიც დაინერგა ქ. თბილისში, ქ. სოჭში და ქ. ვარშავაში; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1989); გამოქვეყნებული აქვს 74 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 მონოგრაფია და 6 სახელმძღვანელო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.743 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |