Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით სვანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საყულია, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფილიალი 1986 წელს. 1978-1980 წწ. გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1978-1982 წწ. მუშაობდა წყალტუბოს შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილებაში მილიციელად; 1986-1988 წწ. მუშაობდა ზესტაფონის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე; 1988-1993 წწ. მუშაობდა წყალტუბოს შსს საქალაქო განყოფილების მოკვლევის სამსახურის უფროსი ინსპექტორის და საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის თანამდებობებზე; 1994 წელს მუშაობდა საქართველოს შსს საგზაო პოლიციის სამმართველოს იმერეთის საგამოძიებო ჯგუფის უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე; 1994-1995 წწ. მუშაობდა სატრანსპორტო საგამოძიებო სამმართველოს ქუთაისის განყოფილების უფროსად; 1995-1999 წწ. მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის მხარის საგამოძიებო განყოფილების უფროსის, უფროსის მოადგილის და უფროსი გამომძიებლის თანამდებობებზე; 2000-2001 წწ. მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე; 2001-2005 წწ. იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2005-2012 წწ. იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2005-2007 წწ. ასრულებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას; 2012 წლის დეკემბრიდან არის სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.418; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |